მდინარე ჯუმში დაკარგული 15 წლამდე მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

10:24, 15.07.2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დარჩელის თემის სოფელ კიროვში, მდინარე ჯუმში დაკარგული 15 წლამდე ასაკის მოზარდი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა გარდაცვლილი იპოვეს.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მდინარის გასწვრივ მიმდინარეობდა.

არასრულწლოვანი მდინარე ჯუმში 13 ივლისის საღამოს შევიდა.

მსგავსი