ბოჭორიშვილის კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 13 წლის მოზარდი დატოვებს

10:40, 14.04.2020

ბოჭორიშვილის კლინიკიდან დღეს 13 წლის მოზარდი გაეწერება, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა,  – ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკაში 18 წლამდე ასაკის რვა კოვიდინფიცირებულია.

„ამ რვიდან ერთს დღეს გამოჯანმრთელება დაუდასტურდა და 13 წლის მოზარდი გაეწერება. ასევე კველავში ჩაერთვება 10 პაციენტი.  დადასტურებული პაციენტებიდან ხუთი საყურადღებოა, დანარჩენები აგრძელებენ მკურნალობას“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მსგავსი