ბოჭორიშვილის კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 13 წლის მოზარდი დატოვებს
ბოჭორიშვილის კლინიკიდან დღეს 13 წლის მოზარდი გაეწერება, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კლინიკაში 18 წლამდე ასაკის რვა კოვიდინფიცირებულია.
„ამ რვიდან ერთს დღეს გამოჯანმრთელება დაუდასტურდა და 13 წლის მოზარდი გაეწერება. ასევე კველავში ჩაერთვება 10 პაციენტი. დადასტურებული პაციენტებიდან ხუთი საყურადღებოა, დანარჩენები აგრძელებენ მკურნალობას“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.