ლიეტუვას პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ოფიციალური ვიზიტით უკრაინისკენ მიემართება. ვიზიტის დაწყების შესახებ ინფორმაცია თავად პრეზიდენტმა საკუთარი Facebook-ის გვერდის საშუალებით გაავრცელა.
„მივფრინავთ უკრაინის მხარდასაჭერად“, – წერს ლიეტუვას პრეზიდენტი და თვითმფრინავში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ გრიბაუსკაიტე ეკონომკლასით მგზავრობს.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის დროს დაგეგმილია ლიეტუვას პრეზიდენტის შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან, ასევე გაფორმდება რამდენიმე დოკუმენტი.