უკრაინამ და რუსეთმა გაზის ტრანზიტის ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმეს
უკრაინამ და რუსეთმა გაზის ტრანზიტის ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმეს

უკრაინამ და რუსეთმა გაზის ტრანზიტის ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმეს. ვენაში ხელმოწერილი დოკუმენტების პაკეტი რუსული ბუნებრივი აირის უკრაინის გავლით ტრანზიტს ითვალისწინებს.

რუსულ ენერგოგიგანტ „გაზპრომის“ ხელმძღვანელის, ალექსეი მილერის განცხადებით, აღნიშნულმა შეთანხმებამ მხარეთა შორის ინტერესების ბალანსი აღადგინა.

კიევში აცხადებენ, რომ ხუთი წლის განმავლობაში გაზის ტრანზიტისთვის უკრაინა შვიდ მილიარდ დოლარს მიიღებს.

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის თქმით, ხელშეკრულება პირველ წელს 65 მილიარდი კუბური მეტრი საწვავის გადაქაჩვას ითვალისწინებს, ყოველ შემდეგ წელს კი ევროპას 40 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება.