ანტალიაში სერგეი ლავროვისა და დმიტრო კულებას შეხვედრა იწყება

12:15, 10.03.2022

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და უკრაინის პირველი დიპლომატის, დმიტრო კულებას პირველი შეხვედრა ამ წუთებში ანტალიაში იწყება.

უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკება თურქული მხარის ინიციატივით იმართება. დისკუსიას თურქეთის პირველი დიპლომატიც ესწრება.

მსოფლიო მოლოდინი და საერთაშორისო მედიის ყურადღება სწორედ ამ შეხვედრისკენაა მიმართული. ანტალიაში იმყოფება „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც.

მსგავსი