რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და უკრაინის პირველი დიპლომატის, დმიტრო კულებას პირველი შეხვედრა ამ წუთებში ანტალიაში იწყება.
უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკება თურქული მხარის ინიციატივით იმართება. დისკუსიას თურქეთის პირველი დიპლომატიც ესწრება.
მსოფლიო მოლოდინი და საერთაშორისო მედიის ყურადღება სწორედ ამ შეხვედრისკენაა მიმართული. ანტალიაში იმყოფება „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც.