დონალდ ტრამპი - ვისურვებდი, რომ უკრაინა და რუსეთი შერიგდნენ
დონალდ ტრამპი - ვისურვებდი, რომ უკრაინა და რუსეთი შერიგდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისურვებდა, რომ უკრაინა და რუსეთი შერიგდნენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს განცხადება დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს სთხოვა, კომენტარი გაეკეთებინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე. პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის შესაძლებლობების გაერთიანება ევროპასა და მსოფლიოში გლობალური კონკურენტის შექმნას ნიშნავს, რაც არავის სურს.

პუტინის განცხადებაზე დონალდ ტრამპის პასუხი ასეთი იყო – „ვისურვებდი, რომ ისინი შეთანხმდნენ. ეს შესანიშვანვი იქნებოდა მთელი მსოფლიოსთვის“.

დატოვე კომენტარი