ვლადიმირ ზელენსკი - უკრაინა დიდი ქვეყანაა, ყველაზე დიდი ევროპაში, ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინს ეს ესმის
ვლადიმირ ზელენსკი - უკრაინა დიდი ქვეყანაა, ყველაზე დიდი ევროპაში, ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინს ეს ესმის

უკრაინა დიდი ქვეყანაა, ყველაზე დიდი ევროპაში და ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინს ეს ესმის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ გამოცემა „თაიმს ოფ ისრაელთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ვლადიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგმა დადებითი შედეგები მოიტანა და რამდენიმე სატელეფონო საუბარმა საკომუნიკაციო ფორმატი შექმნა. უკრაინის ლიდერმა მაგალითებად დაკავებული პირების გათავისუფლება და ქერჩის ინციდენტის მონაწილე გემების დაბრუნება დაასახელა.

ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ პუტინს მისი პოზიციის ესმის და ეთანხმება ფაქტს, რომ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

„სამი წლის განმავლობაში შეხვედრის გარეშე, ჩვენ შევძელით „ნორმანდიულ ფორმატზე“ შეთანხმება. უკრაინა დიდი ქვეყანაა, ყველაზე დიდი ევროპაში და ვფიქრობ, რომ ვლადიმერ პუტინს ეს ესმის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

დატოვე კომენტარი