ვლადიმერ პუტინმა და ვლადიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრისას ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხი განიხილეს
ვლადიმერ პუტინმა და ვლადიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრისას ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხი განიხილეს

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და ვლადიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრისას ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხი განიხილეს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა და ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინისთვის გაზის მიწოდებაზე და უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტზე ისაუბრეს.

რუსული გაზით მომარაგების შესახებ მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 31 დეკემბერს ეწურება. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორი ქვეყნის პრეზიდენტმა ასევე განიხილეს რუსეთის მიერ უკრაინისთვის ქერჩის სრუტეში დაკავებული სამი ხომალდის გადაცემის საკითხი.

უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები 9 დეკემბერს პარიზში უკრაინის კრიზისის დარეგულირების გზებზე იმსჯელებენ.