ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი - სანქციები პუტინს ვერ შეაჩერებს, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება ისინი
ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი - სანქციები პუტინს ვერ შეაჩერებს, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება ისინი

სანქციები პუტინს ვერ შეაჩერებს, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება ისინი, – ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, უკრაინა რეალურ დახმარებას ითხოვს.

„ისინი აუცილებელია, მაგრამ გამონაკლისის გარეშე, რასაც ვხედავთ „სვიფტიდან“ გათიშვაზე, ენერგოსექტორში ან მისი მომსახურე ბანკების შემთხვევაში. მხოლოდ ახლა დაწყებულ ომს შეუძლია, ომის შეჩერება.

არაა საჭირო თავის მოჩვენება და სინდისის დამშვიდება უკრაინისთვის იარაღის ისიც დაგვიანებით მიწოდებით. უკრაინელი ხალხი ჩვენთვისაა ომში, მათი ბავშვები ჩვენ პუტინის სიგიჟისგან გვიცავენ. მანტრის გამეორება, რომ ნატო ვერ დაეხმარება უკრაინას უკვე პათეტიკურად ჟღერს და დასავლეთის სიმხდალეს აჩვენებს. ამას პუტინიც ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სწრაფად სწავლობენ, დასავლეთს მაინც არ ესმის, რომ უკრაინაში ახლა ევროპული ომია. შენ ან მონაწილეობ აგრესორის წინააღმდეგ ან დგახარ და უყურებ, როგორ ანგრევს უკრაინას და უკრაინელ ხალხს, ხდები ომში მისი პარტნიორი. თუ ჩვენ არ გავაჩერებთ პუტინს უკრაინაში, ჩვენ მასთან ბრძოლა მაინც მოგვიწევს, მაგრამ უკვე ჩვენს ქვეყნებში. უკრაინა რეალურ დახმარებას ითხოვს, ჩვენ ტელევიზორის ეკრანებზე ვუყურებთ, როგორ ფეთქდება საცხოვრებელი სახლები და ვიფიცებთ, რომ „ჩვენ დავეხმარებით უკრაინას“. მრცხვენია, როცა ვუსმენ ლიდერებს და ნატო-ს ოფიციალურ პირებს, რომლებიც წუწუნებენ, რომ ვერ წაუძღვებიან კონფლიქტს, სირიაში, ლიბიაში, ავღანეთში, იუგოსლავიაში, აფრიკაში შეგვეძლო? დღეს უკრაინა იბრძვის მისი ერისა და ევროპის სიმშვიდის გადასარჩენად. გავაგრძელებთ იმის ყურებას, როგორ ინგრევა დამოუკიდებელი სახელმწიფო? დიდება უკრაინას, დიდება უკრაინელ გმირებს, ჯერჯერობით მხოლოდ მის გმირებს, რადგან სხვები არ ჩანან ჰორიზონტზე“, – განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.