თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
ე.წ. ინგოროყვას კლინიკასთან იმყოფებიან დაჭრილის ახლობლები, რომელთა ინფორმაციით, სპეცრაზმელის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
კლინიკის ექიმებს დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებიათ, ბოლო ინფორმაციით კი დაჭრილის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა და ის მართვად სუნთქვაზე იმყოფება. დაჭრილ სპეცრაზმელს თავის ტვინის მძიმე დაზიანება აქვს.