ჩრდილოეთ ირლანდიაში ადგილები, სადაც „სამეფო კარის თამაშები“ გადაიღეს, 2019 წლიდან ტურისტებისთვის გაიხსნება
ჩრდილოეთ ირლანდიაში ადგილები, სადაც „სამეფო კარის თამაშები“ გადაიღეს, 2019 წლიდან ტურისტებისთვის გაიხსნება, – ამის შესახებ ინფორმაციას ამის შესახებ HBO- ავრცელებს.
სერიალის თაყვანისმცემლებს საყვარელი ადგილების მონახულება თავად შეეძლებათ. გარდა ამისა, იგეგმება რეკვიზიტების, კოსტიუმების, იარაღებისა და დეკორაციებისა გამოფენა.
HBO-ს საკულტო სერიალი, „სამეფო კარის თამაშები“ ფინალური, მერვე სეზონით 2019 წელს დაბრუნდება.
აღსანიშნავია, რომ მერვე სეზონში ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბრძოლის სცენა იქნება.
როგორც სერიალის შემქმნელები ამბობენ, ამ ეპიზოდის გადაღებები 55 დღეს გრძელდებოდა.
ფინალური სეზონის სერიები, წინა ნაწილებისგან განსხვავებით, უფრო ხანგრძლივი იქნება, თუმცა სერიალი ჯამში მხოლოდ ექვსი ეპიზოდით იქნება წარმოდგენილი.