საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრმა ანასტასია გოტფრიდმა ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ატაცში 124 კილოგრამი დაძლია და მეტოქეებს 22 კილოგრამით გაუსწრო.
ამ მაჩვენებლით, ანასტასია ახალგაზრდებში ევროპის რეკორდსმენიც გახდა.
ჩვენს ძალოსანს მესამე მისვლაზე შეკვეთილი 131 კილოგრამით მსოფლიო რეკორდის დამყარების მცდელობაც ჰქონდა.
აკვრაში კი საქართველოს ნაკრების წევრმა ჩემპიონობა მეორე მისვლაზე გაინაღდა (132 კგ.) და მესამე მისვლაზე უარი განაცხადა.
ორჭიდის ჯამში ანასტასიამ 256 კგ დააგროვა და უახლოეს მდევარს 30 კილოგრამით აჯობა.