პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე სამი ქართველი ძალოსანი იასპარეზებს #1TVSPORT
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე სამი ქართველი ძალოსანი იასპარეზებს #1TVSPORT

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციაში საერთაშორისო ფედერაციიდან დამადასტურებელი წერილი მიიღეს და ლაშა ტალახაძეს, შოთა მიშველიძესა და ირაკლი ჩხეიძეს პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები ოფიციალურად გადაეცათ.

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის წევრებმა ხუთ სალიცენზიო ტურნირში მიიღეს მონაწილეობა და, დებულების თანახმად, ისინი 10 საუკეთესო ძალოსანს შორის უნდა მოხვედრილიყვნენ.

ლაშა ტალახაძე რეიტინგის ლიდერია, ირაკლი ჩხეიძე მეცხრე ადგილზეა, ხოლო შოთა მიშველიძე მეშვიდეა.

რაც შეეხება ანასტასია გოტფრიდს, გახდება თუ არა ის ლიცენზიის მფლობელი, ოლიმპიადის დაწყებამდე ორი კვირით ადრე გაირკვევა.