ძალოსნობა | ნანა ხორავამ ორჭიდის ჯამში 235 კილოგრამი დაძლია #1TVSPORT
ჩინეთის ქალაქ ნინბოში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ნანა ხორავამ (77კგ) იასპარეზა. იგი B ჯგუფში გამოვიდა.
პლანეტის პირველობაზე, ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით, სპორტსმენმა ატაცში 109 კგ დაძლია, აკვრაში 126 კილოგრამს გაართვა თავი, ორჭიდის ჯამში კი 235 კილოგრამი დააგროვა.
მსოფლიო ჩემპიონატზე ხორავა საბოლოოდ რომელ ადგილზე გავიდა, A ჯგუფის ასპარეზობის დასრულების შემდგომ გაირკვევა.