ანასტასია გოტფრიდმა ევროპის ჩემპიონატზე ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გოტფრიდმა ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა.

ქალთა შორის +87 კგ წონით კატეგორიაში იგი სამივე ცდაზე წარმატებული იყო. პირველ მისვლაზე 111 კგ ასწია, მეორეზე – 115, მესამეზე – 117.

მეორეადგილოსანმა ბრიტანელმა ემილი კემპბელმა 116 კგ დაძლია. მესამე იყო უკრაინელი ვალენტინა კისილი – 108 კგ.