ძალოსნობა | ანასტასია გოტფრიდმა მსოფლიო თასის გათამაშებაზე მხოლოდ წარდგენაში მიიღო მონაწილეობა #1TVSPORT

11:53, 10.04.2024

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა, ანასტასია გოტფრიდმა ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე მხოლოდ წარდგენაში მიიღო მონაწილეობა.

წარდგენა სპორტსმენის შეჯიბრებაზე დაფიქსირებით შემოიფარგლება.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის დებულების თანახმად, პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ჩასათვლელ ტურნირზე გამოცხადება სავალდებულოა.

მსგავსი