ძალოსანი ანასტასია გოტფრიდი 16 სექტემბერს მხოლოდ წარდგენაში მიიღებს მონაწილეობას #1TVSPORT
ძალოსანი ანასტასია გოტფრიდი 16 სექტემბერს მხოლოდ წარდგენაში მიიღებს მონაწილეობას #1TVSPORT

საქართველოს ქალ ძალოსანთა ეროვნული გუნდის წევრი, +87 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ანასტასია გოტფრიდი, მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში დაფიქსირდება და მხოლოდ წარდგენაში მიიღებს მონაწილეობას. მიზეზი ტრავმაა, რომელიც გოტფრიდმა ცოტა ხნის წინ მოიშუშა.

ძალოსნობის წესებიდან გამომდინარე, სპორტსმენი სავალდებულო სალიცენზიო ჩემპიონატზე უნდა გამოცხადდეს, წონა და, მოთხოვნის შემთხვევაში, დოპინგ-ტესტი ჩააბაროს და შემდეგ, მინიმუმ, წარდგენაში დაფიქსირდეს.

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ იქნება კიდევ ორი სალიცენზიო ტურნირი – მსოფლიო თასის გათამაშება და ევროპის ჩემპიონატი, სადაც ანასტასია გოტფრიდს პარიზის ოლიმპიური თამაშების სარეიტინგო ქულების მოპოვების შესაძლებლობა ექნება.