ანასტასია გოტფრიდმა ევროპის ჩემპიონატზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ანასტასია გოტფრიდმა ევროპის ჩემპიონატზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქალ ძალოსანთა შორის გამარჯვებულები 87 კგ. წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

ატაცში საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გოტფრიდმა 106 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ძალოსანმა აკვრაში 125 და 129 კგ. დააფიქსირა და მეოთხე ადგილზე გავიდა.

ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 235 კგ-ით ანასტასია გოტფრიდი ასევე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

დღეისათვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 13 სხვადასხვა სინჯის მედალია.

ხვალ ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს ფიცარნაგზე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს უძლირესი ძალოსანი ლაშა ტალახაძე გამოვა.

16 საათიდან პირველი არხი რეპორტაჟს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი