ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი ხვალ დასრულდება #1TVSPORT
ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი ხვალ დასრულდება #1TVSPORT

კონტინენტის პირველობის ბოლო დღეს ფიცარნაგზე მსოფლიოს უძლიერესი ძალოსანი ლაშა ტალახაძე იასპარეზებს. ლაშა ტალახაძის გარდა, ფიცარნაგზე მძიმე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი – ბაქარ თურმანიძე გამოვა.

შეჯიბრი 16 საათსა და 10 წუთზე დაიწყება და რეპორტაჟს პირველი არხის მაყურებელი პირდაპირ ეთერში იხილავს.

ხვალვე საკუთარ ძალებს ანასტასია გოტფრიდი მოსინჯავს.

13 საათსა და 40 წუთიდან მაყურებელი რეპორტაჟს პირველი არხის პირდაპირ ეთერში იხილავს.