ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - უნდა გადავხედოთ ჩვენს პოლიტიკას რუსეთის მიმართ და მივიღოთ ახალი ზომები, რათა შევაჩეროთ ომი და მზად ვიყოთ ახალი სისასტიკისთვის, რასაც რუსეთი ამზადებს
უნდა გადავხედოთ ჩვენს პოლიტიკას რუსეთის მიმართ და მივიღოთ ახალი ზომები მის წინააღმდეგ, რათა შევაჩეროთ ომი და მზად ვიყოთ ახალი სისასტიკისთვის, რასაც რუსეთი ამზადებს, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს, როგორი შეიძლება იყოს ევროკავშირის ახალი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში.
ამასთან, მისივე თქმით, საჭიროა ახალი რეალობის ასახვა, რათა თავი დაიცვან რუსეთისგან მომავალი საფრთხეებისგან.
„აგვისტოს ბოლოს, პრაღაში ჩვენ განვიხილავთ ზოგიერთ დამფუძნებელ პრინციპს, რომელზედაც აგებულია რუსეთსა და ევროკავშირს შორის არსებული პოლიტიკა, რომელიც მთლიანად მოძველებულია. ჩვენ გვჭირდება ახალი რეალობის ასახვა, რათა თავი დავიცვათ რუსეთისგან მომავალი საფრთხეებისგან“, – განაცხადა იან ლიპავსკიმ.