ჩაქვში ხანძარი ლოკალიზებულია
ჩაქვში ხანძარი ლოკალიზებულია

ჩაქვში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ფერდობზე ეკალბარდს მოედო და სამ ჰექტრამდე ტერიტორიაზე გავრცელდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო  და სამაშველო ბრიგადები.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

„ცეცხლი ეკალბარდს მოედო. ხანძრის დასახლებულ პუნქტამდე გადასვლა არ არის მოსალოდნელი. ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მალე მოვახდენთ ლიკვიდაციას”, – განუცხადა პირველ არხს ბათუმის სახანძრო სამსახურის უფროსის მოადგილემ ხუსეინ სირაბიძემ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია.