„ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულები მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ
„ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულები მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, შენობაში მხოლოდ ათი ადამიანი შევიდა.
დაზარალებულთა ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვეა მშენებლობის გაგრძელებასა და სავარაუდო შუამავალ კომპანიასთან კონტრაქტების გაფორმებას ელოდებიან.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მთავრობისგან დახმარებას მოითხოვენ.