„ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულები მთავრობის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მისაღების უფროსს ხვდებიან
სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულები მთავრობის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მისაღების უფროსს მამუკა ასათიანს ხვდებიან.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, შეხვედრას „ცენტრ-პოინტის“ მხოლოდ ათი დაზარალებული ესწრება.
შეხვედრამდე „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულები მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
დაზარალებულთა ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვეა მშენებლობის გაგრძელებასა და სავარაუდო შუამავალ კომპანიასთან კონტრაქტების გაფორმებას ელოდებიან.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მთავრობისგან დახმარებას მოითხოვენ.