„ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ
სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულები მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მიზეზი შეჩერებული მშენებლობებია.
დაზარალებულთა ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვეა მშენებლობის გაგრძელებასა და სავარაუდო შუამავალ კომპანიასთან კონტრაქტების გაფორმებას ელოდებიან.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მთავრობისგან დახმარებას მოითხოვენ.