თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმეზე მოწმის სახით ვიდეოექსპერტი გიორგი გიორგაძე დაიკითხება. მოწმემ ექსპერტიზა იმ ვიდეოჩანაწერს ჩაუტარა, რომელიც 2004 წელს არის მოპოვებული და საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა.
გიორგი გიორგაძემ ექსპერტიზა 2013 წელს ჩაატარა. როგორც საქმის პროკურორმა გიორგი ოსაძემ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, სხდომაზე მათ მიერ წარმოდგენილი მოწმე დაადასტურებს, რომ საქმის მტკიცებულება – 2004 წელს გადაღებული ცნობილი ვიდეო ფალსიფიცირებულია.
ექსპერტის გარდა სხდომაზე დაკითხავენ მოწმეს, რომელიც 2004 წელს საპატრულო პოლიციაში მუშაობდა.
საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილ თანამშრომლებს ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებად ბრალად.
სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.