ბუტა რობაქიძის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებამ სამი მოწმის ჩვენება გამოაქვეყნა
ბუტა რობაქიძის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებამ სამი მოწმის ჩვენება გამოაქვეყნა.
პროკურორებმა განმარტეს, რომ ორი მოწმე სხდომებზე საქართველოში არყოფნის გამო არ გამოცხადდა, ერთ-ერთი მოწმე კი გარდაცვლილია.
მოწმეთა შორის არის კახაბერ აზარიაშვილიც, რომელიც იმ ავტომობილში იჯდა, რომელიც 2005 წელს სამართალდამცველებმა გააჩერეს.
ჩვენებების შინაარსის მიხედვით, ახალგაზრდებს იარაღი არ ჰქონდათ და ის მათ სამართალდამცველებმა დაუდეს.
„ბრალდების მხარემ დავაყენეთ შუამდგომლობა მოწმეთა ჩვენებების გამოქვეყნებაზე. დაკმაყოფილდა კახაბერ აზარიაშვილის ნაწილშიც, რომელსაც საზღვარი აქ დატოვებული. დაფიქსირებულია ინფორმაცია, რომ ცეცხლსასროლი იარაღები შემთხვევის ადგილზე მიიტანეს და მოხდა ახალგაზრდებისთვის იარაღების ჩადება“,- განაცხადა პროკურორმა გიორგი ოსაძემ.
აღნიშნული ჩვენებების გამოქვეყნებას არ ემხრობოდა დაცვის მხარე. შემდეგი სხდომიდან მტკიცებულებების გამოკვლევას უკვე დაცვის მხარე იწყებს.
საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილ თანამშრომლებს ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებათ ბრალად.