ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდება
ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდება

ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდება. ბოლო მოწმე, რომელიც ბრალდებამ სხდომაზე წარადგინა, გამომძიებელია.

ლევან გერგედავა 2012 წელს პროკურატურაში მუშაობდა და ზედამხედველ პროკურორებთან ერთად ბუტა რობაქიძის საქმეზე მუშაობდა. მოწმემ სხდომაზე ისაუბრა საქმის ხელახალ გამოძიებაზე. კერძოდ, 2012 წლიდან რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. ისაუბრა იმ ექსპერტიზებზე, რაც ხელახალი გამოძიების დროს დაინიშნა.

„როგორც წესი და რიგია, დაიგეგმა გამოძიების პროცესი. გვქონდა დაზარალებულებთან კომუნიკაცია. დაიკითხა ყველა მოწმე, ვინც შემთხვევის ადგილზე იყო. ბევრი სასამართლო ექსპერტიზა დაინიშნა. საქმის წარმოებაში მიღებიდან თვენახევარში ერთ-ერთმა ბრალდებულმა ფირცხალავამ წარმოადგინა პროკურატურაში ფლეშკა. ასახული იყო 2005 წელს მომხდარი. დაინიშნა ამ მასალაზე ექსპერტიზა. ფლეშკას გერმანიშაი ჩაუტარდა ექსპერტიზა“, – განაცხადა ლევან გერგედავამ.

საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილ თანამშრომლებს ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებათ ბრალად.