რობაქიძის საქმეზე დაკითხულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ დაკავების ოქმზე ხელი არ მოუწერია
რობაქიძის საქმეზე დაკითხულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ დაკავების ოქმზე ხელი არ მოუწერია

ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურორმა 2004 წლის დაკავების ოქმი გამოაქვეყნა, რომელზეც კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, ზაზა ადანაიას ხელმოწერა იყო.

ადანაია დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით იკითხება.

მოწმემ განმარტა, რომ დაკავების ოქმზე ხელი მას არ მოუწერია, რადგან მხოლოდ ჩხრეკის პროცედურა ჰქონდა ჩატარებული. ზაზა ადანაიას განმარტებით, დაკავება მისი უფლებამოსილება არ ყოფილა.

„დაკავების ოქმზე ხელი არ მომიწერია. მხოლოდ ჩხრეკის ოქმზე მაქვს მოწერილი ხელი“, – განაცხადა ზაზა ადანაიამ.

ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ბრალდების საქმეზე დღეს გადაცემა „პატრულის“ ყოფილი მემონტაჟე და კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელი იკითხებიან.

პროკურორის ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, გამოძიების ინფორმაციით, 13 წლის წინ იმ ადგილზე იმყოფებოდა, სადაც ბუტა რობაქიძე და მისი მეგობრები დააკავეს.

პროკურორის ინფორმაციით, მოწმე ადგილზე დაკავების შემდეგ მივიდა.