ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდების მხარე დღეს წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევს
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდების მხარე წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევს. პროცესზე პროკურატურა ერთი მოწმის ჩვენებას გამოაქვეყნებს და ვიდეო ჩანაწერს წარადგენს.
ამით ბრალდება მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს, რის შემდეგ საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას დაცვის მხარე დაიწყებს.
ბუტა რობაქიძის საქმეზე პროცესები რამდენიმე წელია მიმდინარეობს.
2004 წლის 24 ნოემბრის ღამეს მომხდარ ინციდენტზე, ხელახალი გამოძიების ფარგლებში, ბრალი ძალოვანი უწყების ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს აქვს წარდგენილი.
მათ პროკურატურა მტკიცებულებების ფალსიფიკაციას და უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.