ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე გადაცემა "პატრულის" მემონტაჟე და კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელი დაიკითხებიან
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე გადაცემა “პატრულის” ყოფილი მემონტაჟე და კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელი დაიკითხებიან. ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ბრალდების საქმეზე დღეს მორიგი სხდომაა ჩანიშნული.
პროკურორის ინფორმაციით, გადაცემის ყოფილი მემონტაჟე ამ გადაცემის სპეციფიკაზე ისაუბრებს. რაც შეეხება კრიმინალური პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, გამოძიების ინფორმაციით, 13 წლის წინ იმ ადგილზე იმყოფებოდა, სადაც ბუტა რობაქიძე და მისი მეგობრები დააკავეს.
პროკურორის ინფორმაციით, მოწმე ადგილზე დაკავების შემდეგ მივიდა.