ბრიტანეთის საელჩო - შეძრწუნებული ვართ ბათუმში მომხდარი ტრაგედიით, თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს
საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„შეძრწუნებული ვართ ბათუმში მომხდარი ტრაგედიით, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს. გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს.
ქედს ვიხრით ყველა იმ ადამიანის ძალისხმევის წინაშე, რომლებიც ამ წუთებამდე მუშაობენ ტრაგედიის ადგილზე“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.