ავლაბარში სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ავლაბარში სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ავლაბარში სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, შემთხვევა დილის საათებში მოხდა.

დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მასშველები, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.