ძველ თბილისში სამსართულიანი სახლი ჩამოინგრა
ძველ თბილისში სამსართულიანი სახლი ჩამოინგრა

ძველ თბილისში, ცურტაველის 3 ნომერში სამსართულიანი სახლი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ცნობილია, მისამართზე რეგისტრირებულია ხუთი ოჯახი, თუმცა ნგრევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები, საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურისა და გამგეობის წარმომადგენლები იმყოფებიან.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, გამგეობამ მოსახლეობას სასტუმროში გადაყვანა შესთავაზა, მაგრამ მათ განაცხადეს, რომ ნათესავებთან დარჩებიან.