ბოლო მონაცემებით, ირანში მიწისძვრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 300-ზე მეტი პირი. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ძლიერმა სტიქიამ 500-მდე საცხოვრებელი სახლის და შენობის ნგრევა გამოიწვია. ნანგრევებში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. სამაშველო სამსახურის ცნობით, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
ირანის დასავლეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრა 26 აგვისტოს, ღამის საათებში მოხდა. 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის რყევების ეპიცენტრი ქირმანშაჰის პროვინციაში, ქალაქ ჯავანრუდიდან 26 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა.
ქილმანშაჰის პროვინციაში ძლიერი მიწისძვრა ბოლოს გასული წლის ნოემბერში მოხდა. მაშინ 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგებმა 600-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.