ბოლო მონაცემებით, ბეირუთში აფეთქებისას გარდაიცვალა სულ მცირე 50 და დაშავდა 3 000-მდე ადამიანი
ბოლო მონაცემებით, ბეირუთში აფეთქების შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულულთა რიცხვი კი 3 000-მდეა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გარდიანის“ ინფორმაციით, ბეირუთში საავადმყოფოები გადავსებულია და პაციენტებს პირველად სამედიცინო დახმარებას ექიმები ქუჩებში უწევენ.
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება დღეს მოხდა.