კრიპტოვალუტა ბიტკოინი 30%-ით გაუფასურდა და მისი ფასი 12 ათას აშშ დოლარს ჩამოცდა, – იუწყება Reuters.
მიმდინარე კვირის მაჩვენებლით, ბიტკოინის ასეთი დანაკარგები 2013 შემდეგ პირველად დაფიქსირდა.
ყველაზე დიდი და ცნობილი ციფრული ვალუტის ღირებულება მიმდინარე წლის დასაწყისიდან 20-ჯერ გაიზარდა.
2017 წლის დასაწყისში ბიტკოინის ფასი 1000 დოლარის ფარგლებში იყო, წლის ბოლოს კი მისმა ფასმა 20 ათას დოლარს გადააჭარბა.