თბილისში ციფრული მაინინგის მსოფლიო სამიტი გაიხსნება
თბილისში ციფრული მაინინგის მსოფლიო სამიტი გაიხსნება

თბილისში დღეს ციფრული მაინინგის მსოფლიო სამიტი გაიხსნება. სამდღიან სამიტს ​ბლოკჩეინ აპარატურებით უზრუნველყოფასა და პროგრამული სერვისების გაწევაში მსოფლიო ლიდერი Bitmain Technologies Ltd, ​„ბიტკანთან“ ერთად მართავს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, სამიტზე 30-ზე მეტი გამომსვლელი და 1 000-მდე დამსწრე იქნება.

მთავარი გამომსვლელები არიან: ჯიჰან ვუ, ბიტმეინის თანადამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი; როჯერ ვერი, Bitcoin.com-ის აღმასრულებელი დირექტორი და ამაური საჩეტი, ბიტკოინ ABC-ის დეველოპერი და ბიტკოინ ქეშის წამყვანი დეველოპერი (ის პროტოკოლის 2018 წლის ნოემბრის განახლების შესახებ და ეკოსისტემის განვითარების შესახებ ისაუბრებს). საუბარი იქნება კრიპტომაინინგის ASIC აპარატურის გაუმჯობესების შესახებაც. ამასთან, ციფრული მაინინგისა და კრიპტოვალუტების შესახებ დისკუსიაც გაიმართება.

„ციფრული მაინინგის მსოფლიო სამიტი კრიპტომაინერებსა და ბლოკჩეინ ენთუზიასტებს ერთად უყრის თავს. მათ საშუალება ექნებათ, თავიანთი იდეები ერთმანეთს და ინდუსტრიის ლიდერებს გაუზიარონ. ჩვენ დიდი ინტერესით ველით 2018 წლის წამყვან კრიპტომაინინგის სამიტს, რომელიც ისტორიულ ქალაქ თბილისში გაიმართება“, – აცხადებს Bitmain Technologies-ის ვიცე-პრეზიდენტი გადი გლიკბერგი.

ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, რადგანაც საქართველო რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტომაინერია, ის იდეალური ადგილია ციფრული მაინინგის მსოფლიო სამიტის გასამართად. მსოფლიო ბანკის თანახმად, კრიპტოვალუტების მაინინგისთვისა და ტექნოლოგიური ინოვაციებისთვის ხელის შემწყობი გარემოებების გამო, საქართველოში ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს ფართოდ გამოიყენებენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამოქალაქო სერვისების გასაუმჯობესებლად საქართველოში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყეს. ბლოკჩეინ ტექნოლოგიაში ლიდერობის გარდა, თბილისი National Geographic-ის მიერ შედგენილ ტოპ ათი სამოგზაურო მიმართულების სიაშიც შედის.

2013 წელს დაფუძნებული ბიტმეინი გამოთვლის ტრანსფორმირებას ახდენს. ბიტმეინი ინდუსტრიას კრიპტომაინინგისთვის ინტეგრირებული წრებრუნვების გამოშვებასა და ენთმაინერის მეშვეობით მაინინგის განხორციელებაში წინ მიუძღვის. კომპანია მსოფლიო მასშტაბით მაინინგის უმსხვილეს აუზებზე – Antpool.com, BTC.com და connectBTC.com – და hashnest.com-ზე, ქლაუდ მაინინგის წამყვან პლატფორმაზე, ოპერირებს. ბიტმეინის ტექნოლოგია ბლოკჩეინ პლატფორმებსა და სტარტაპებს მსოფლიო მასშტაბით უჭერს მხარს.

დატოვე კომენტარი