ბიტკოინის ფასი 12 000 აშშ დოლარს ჩამოცდა
ბიტკოინის ფასი 12 000 აშშ დოლარს ჩამოცდა

კრიპტოვალუტა ბიტკოინი 30%-ით გაუფასურდა და მისი ფასი 12 ათას აშშ დოლარს ჩამოცდა, – იუწყება Reuters.

მიმდინარე კვირის მაჩვენებლით, ბიტკოინის ასეთი დანაკარგები 2013 შემდეგ პირველად დაფიქსირდა.

ყველაზე დიდი და ცნობილი ციფრული ვალუტის ღირებულება მიმდინარე წლის დასაწყისიდან 20-ჯერ გაიზარდა.

2017 წლის დასაწყისში ბიტკოინის ფასი 1000 დოლარის ფარგლებში იყო, წლის ბოლოს კი მისმა ფასმა 20 ათას დოლარს გადააჭარბა.