ბიტკოინის ღირებულებამ 58 ათას დოლარს პირველად გადააჭარბა

12:38, 22.02.2021

ვირტუალური ვალუტა ბიტკოინის ფასმა პირველად გადააჭარბა 58 ათას დოლარს. ეს ბიტკოინის ღირებულების ისტორიული მაქსიმუმია. იანვრის დასაწყისიდან დღემდე, კრიპტოვალუტის ფასი 90%-ით გაიზარდა. შედეგად, მისი საბაზრო ღირებულება უკვე ტრილიონს აჭარბებს.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ბიტკოინის ღირებულებამ ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკელ მილიარდერ ილონ მასკის კომპანია „ტესლამ“ და სხვა მსხვილმა კომპანიებმა, მათი პროდუქციის შესაძენად ბიტკოინების მიღება გადაწყვიტეს.

როგორც ამერიკული მედია წერს, ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებას განიხილავს „მასტერქარდიც“.

ბიტკოინზე მოთხოვნის ზრდას ხელი შეუწყო „კოვიდ-19“-ის პანდემიამაც, რის გამოც ვაჭრობა ძირითადად ვირტუალურად მიმდინარეობს.

მსგავსი