კომპანია „ტესლა“ 1.5 მილიარდ დოლარს ბიტკოინში დააბანდებს
კომპანია „ტესლა“ 1.5 მილიარდ დოლარს ბიტკოინში დააბანდებს

ცნობილი ამერიკელი მილიარდერის ილონ მასკის ავტომწარმოებელი კომპანია „ტესლა“ 1.5 მილიარდ დოლარს ბიტკოინში დააბანდებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ამასთან, ერთად კომპანიაში განაცხადეს, რომ უახლოეს ხანში „ტესლას“ მანქანებისა და სხვა პროდუქტების შეძენა ვირტუალური ვალუტა „ბიტკოინით“ იქნება შესაძლებელი.

„ტესლას“ განცხადების შემდეგ, „ბიტკოინის“ ფასმა 12 პროცენტით მოიამატა და რეკორდულ ნიშნულს, 44 000 დოლარს გადააჭარბა.