ბერლინის პოლიციის უფროსი - განსაკუთრებით საშიში არიან ის რადიკალები, რომლებმაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში შეაღწიეს
ერაყსა და სირიაში ე.წ ისლამური სახელმწიფოს მარცხი არ ნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნებში ტერორირსტული საფრთხის დონე შემცირებულია, – ამის შესახებ ბერლინის პოლიციის უფროსმა, კლაუს კანდტმა განაცხადა.
მისი თქმით, განსაკუთრებით საშიში ის რადიკალები არიან, რომლებმაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში შესვლა მოახერხეს.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში 700-ზე მეტი რადიკალი ისლამისტი ცხოვრობს.
რამდენიმე კვირის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა თომას დე მეზიემ განაცხადა, რომ ძალოვანმა უწყებამ 2016 წლის განმავლობაში 10-ზე მეტი ტერაქტის აღკვეთა მოახერხა, 2017 წელს კი მთელი ქვეყნის მაშტაბით 900 რეიდი ჩატარდა .