ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება [ვიდეო]

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება. ადგილზე გვიან ღამიდან სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციას მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევს.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს. სუს-ის ცნობით, პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

სუს-ში აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია.