ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის ადგილზე კახა კალაძე მივიდა
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე მივიდა.
ანტიტერორისტული ოპერაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა.
სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, სამი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენაციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.