ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, თუმცა ბუნებრივი აირი ამ დრომდე უსაფრთხოების მიზნით არ მიეწოდება.
ადგილობრივების განცხადებით, პოლიცია სპეცოპერაციის ადგილზე შესვლის უფლებას არავის აძლევს და მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს.
სუს-ში აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია.