არსებული ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სამართალდამცავის მდგომარეობა მძიმეა, ის თავის არეშია დაჭრილი.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ე.წ. ინგოროყვას კლინიკიდან იუწყება, მას ოპერაცია უტარდება. აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, არც ჯანდაცვის სამინისტრო და არც კლინიკის ექიმები.
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ერთი სპეცრაზმელია დაჭრილი.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გვიან ღამიდან ამ დრომდე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციას მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევს.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს.
სუს-ის ცნობით, პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
სუს-ში აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია.