13-დღიანი პატიმრობის შემდეგ, ბექა ბასილაიამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორის სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. პოლიციის შენობასთან მას მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები დახვდნენ.
„ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და აუცილებლად გაგრძელდება. დაჭერებით ბიძინა ივანიშვილი ვერ შეგვაშინებს. პირიქით, წამზომი ჩართულია და ძალიან მალე მსგავს სიტუაციაში ვნახავთ ბიძინა ივანიშვილს, როდესაც მის წინაშე დადგება სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ყოველდღიურად ახალ-ახალი დაკავებულები, ეს მალე დასრულდება, დასრულდება ჩვენი ქვეყნის და იმ ხალხის სასიკეთოდ, ვინც ამ ბრძოლაშია. ხოლო ბიძინა ივანიშვილისა და მისი დანაშაულებრივი რეჟიმის ხელქვეითების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ბექა ბასილაია 18 ნოემბერს, აქციის დაშლისას დააკავეს. ადმინისტრაციული წესით დაკავებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.