ბექა ბასილაია - მესამე პრეზიდენტი იყო დევნილი, სამშობლოში მისი დაბრუნების გზა არის ლეგალური და მშვიდობიანი
ბექა ბასილაია - მესამე პრეზიდენტი იყო დევნილი, სამშობლოში მისი დაბრუნების გზა არის ლეგალური და მშვიდობიანი

მიხეილ სააკაშვილმა აირჩია უაღრესად მშვიდობიანი გზა, რომ ხელისუფლებას არ მისცემოდა სპეკულაციის, მანიპულაციის და პროვოკაციის შესაძლებლობა, სამშობლოში მისი დაბრუნების გზა არის ლეგალური, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვიკატმა, ბექა ბასიალიამ განაცხადა.

მისი თქმმით, დღეს იხილება ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის საქმე, სინამდვილეში კი, ეს არის პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების საქმე.

„საქმე, რომელსაც იურიდიული განზომილება არ აქვს, ეს არის პოლიტიკური აქტი, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, მესამე პრეზიდენტი იყო ქართული ოლიგარქიული ხელისუფლების მიერ დევნილი. სამშობლოში მისი დაბრუნების გზა არის ლეგალური, მთავარია, ეს გზა ყოფილიყო მშვიდობიანი. მიხეილ სააკაშვილმა აირჩია უაღრესად მშვიდობიანი გზა, რომ ხელისუფლებას არ მისცემოდა სპეკულაციის, მანიპულაციის და პროვოკაციის შესაძლებლობა. მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, რომ ქართველ ხალხს დაეხმაროს ოლიგარქიული მარწუხებიდან განთავისუფლებაში. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც თავისი გულანთებული პატრიოტიზმით ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილისთვის დახმარებაში, ისინი არიან ნამდვილი გმირები და არა სისხლის სამართლის დამნაშავეები. პროკურატურამ ცალკე გამოყო საქმე ამ ადამიანთა მიმართ, რადგან ქართველ ხალხს არ ენახა სურათი, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იჯდა უბრალო ხალხთან ერთად, რომლებმაც სრულიად უანგაროდ დახმარების ხელი გაუგზავნეს დევნილ პრეზიდენტს. მე ცოტა გაოცებული ვარ ბრალდების მხარე ასე რებუსებით რომ საუბრობს, პირდაპირ არის მოხსენიებული კონკრეტული სახელები და გვარები საქმეში“, – განაცხადა ბასილაიამ.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. სასამართლო პროცესს სააკაშვილი არ ესწრება.

საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდების დადგენილება 20 ოქტომბერს გამოიტანა და გაავრცელა ინფორმაცია, როგორ შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში.