მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ ხალხს უკრაინულ ენაზე მიმართა - უკრაინის მოქალაქე ვარ და კანონით შემეძლო, საერთოდ უკრაინულად მელაპარაკა
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ ხალხს უკრაინულ ენაზე მიმართა - უკრაინის მოქალაქე ვარ და კანონით შემეძლო, საერთოდ უკრაინულად მელაპარაკა

საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ ხალხს უკრაინულ ენაზე მიმართა.

სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ ენაზე გამოსვლა გააპროტესტა საქმის პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა. მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის საუბარი არ ესმით და ადვოკატს განმარტება მოსთხოვა.

რაზეც ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ აღნიშნა, რომ ეს არის პოლიტიკური განცხადება და „ნუ გავაწყვეტინებთ“.

ამასთან, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის უკრაინის მოქალაქეა და კანონით შეეძლო უკრაინულ ენაზე გამოსულიყო.

„კანონით მე შემეძლო, საერთოდ უკრაინულად მელაპარაკა და თარჯიმანი უნდა მოგეყვანათ. ამ ყველაფერს ქართულადაც გავიმეორებ“, – აღნიშნა სააკაშვილმა.